პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე

დღეს, 3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1993 წლიდან აღინიშნება და ის აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაარსდა, როდესაც ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მათ აფრიკის კონტინენტზე თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს და ე,წ. „ვინდჰუკის დეკლარაცია“ მიიღეს, რომლითაც მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფა.

დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის ფუნდამენტში სწორედ თავისუფალი მედიაა და ეს მონაპოვარი მუდმივ მოფრთხილებას და დაცვას საჭიროებს.

ამ დღეს გვსურს კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოების ფასად აშუქებენ ობიექტურ ინფორმაციას უკრიანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.