CDD-ის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის პროექტის, ბოლო პერიოდში განხორციელებული საარჩევნო რეფორმისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხების განხილვაში.
CDD-ის წარმომადგენელმა პაატა ყვავაძემ მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტის, ბოლო პერიოდში განხორციელებული საარჩევნო რეფორმისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხების განხილვაში.
სამუშაო შეხვედრა, 2023 წლის 26-27 იანვარს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრაზე აგრეთვე ყურადღება დაეთმო საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გასაფორმებელ ეთიკის კოდექსს, რომლის ფორმირების/შემუშავების პროცესი ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა.